ნინო კაკაშვილი

13 წლის ნინო კაკაშვილს 3 თვის წინ მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. იაშვილის კლინიკაში მას ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა და ამჟამად რემისიაშია. სამწუხაროდ, ძლიერი მკურნალობის კურსმა გოგონას სოკოვანი ინფექცია დაუტოვა, რაც სასწრაფო და ძვირადღირებულ მკურნალობას საჭიროებს. ანტიფუნგალური კურსის დასწყებად მედიკამენტი ვორიკონაზოლია საჭირო, რომელიც საქართველოში არ შემოდის, თურქეთში კი ერთი კურსისთვის საჭირო დოზა 3000 ევრო ღირს. "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" დახმარებით ნინოს პირველი კურსი უკვე ჩაუტარდა, საჭიროა კიდევ 2 კურსი რომ გოგონა სოკოვანი ინფექციისგან განიკურნოს. გულისხმიერი ადამიანების მიერ გაღებული ქველმოქმედების წყალობით ჩვენ ნინიკოს განკურნებას შევძლებთ და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
ბეჭდვა