ზურაბ გაბუნია

გასულ წელს, 16 წლის ასაკში ზურას უცნაური წელის ტკივილები დასჩემდა,  ტკივილმა დროთა განმავლობაში მარჯვენა ქვედა კიდურში გადაინაცვლა, შემდეგ საერთო სისუსტეც შენიშნეს და აგვისტოს თვეში ექიმს მიმართეს.

ჩატარებული MRI კვლევით წინამდებარე ჯირკვალზე დიდი ზომის წარმონაქმნი დაფიქსირდა. რომელიც მარჯვენა თეძოს ძვლის ფრთაშიც მეტასტაზირებდა. ბიოფსიით ლიმფომის დიაგნოზი დაისვა. საქართველოში მას არაჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობა დაუწყეს. საზღვარგარეთ გადამოწმებულმა კვლევებმა კი საბოლოო დიაგნოზი ასე ჩამოაყალიბა - წინამდებარე ჯირკვლის ემბრიონალური რაბდომიოსარკომა. ჩატარდა პროტოკოლით გათვალისწინებული ქიმიოთერაპიის 9 კურსი, რის შემდეგაც დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით პაციენტი ბინაზე გაეწერა. 
მაისის თვიდან ამბულატორიულად ჩატარებული რადიოლოგიური კვლევით ზურას დაავადების პროგრესირება დაუფიქსირდა, ექიმების გადაწყვეტილებით გაგრძელდა ქიმიოთერაპიული კურსი. კლინიკაში მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც მძიმე და გადაწყდა პაციენტის თურქეთის კლინიკაში გადაყვანა. სახელ;მწიფო სტრუქტურებისა და ფონდების მიერ დაფინანსდა მედიპოლის კლინიკაში სხივური თერაპიის კურსი, პაციენტისა და მშობლის მგზავრობა, ასევე ექიმის კონსულტაციის ხარჯები დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის მიერ იქნა ანაზღურებული.

ბეჭდვა