სანდრო ალაშვილი

 

5 წლის სანდრო მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, ექიმთან პირველივე კონსულტაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას  ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა.  დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელი გახდა მისი თურქეთის  კლინიკაში გადაყვანა,
სადაც ბავშვს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევა, რომლითაც იმუნოდეფიციტით გამოწვეული დიფუზური მსხვილუჯრედული ლიმფომა დაუდასტურდა.
დიაგნოზიდან გამომდინარე მკურნალობა თურქეთში გაგრძელდა, სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით ბავშვს ჩაუტარდა ექვსთვიანი ქიმიოთერაპია, სანდრო მკურნალობას სტამბულში აგრძელებდა, Koc university Hospital-ში, მსხვილუჯრედული დიფუზური ლიმფომის დიაგნოზით  (B cell Lymphoma). სიტუაციას ართულებდა მისი თანმდევი იმუნოდეფიციტი და ეპშტეინ ბარრის ვირუსი, ამის გამო რეანიმაციაში მოხვდა, ლიმფომა პროგრესირებდა და დააზიანა ღვიძლი, ფილტვი და გადავიდა ნაწლავზე კვანძების სახით, რამაც გამოიწვია შიდა სისხლდენა...

"მადლობა არის ყველაზე ცოტა რაც შეგვიძლია გითხრათ! </span></div>
ბეჭდვა