აუქციონი სიცოცხლის გადასარჩენად

‘’დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი’’ ბავშვთა საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს, საჯარო ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში საქველმოქმედო აუქციონს მართავს. აუქციონზე გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხა ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდებათ.
ნივთებს ფონდს საქართველოში ცნობილი და ხალხისთვის საპატივსაცემო ადამიანები საჩუქრად გადასცემენ, ღონისძიებას 300-მდე სტუმარი ესწრება სამთავრობო, ბიზნეს და დიპლომატიური სექტორიდან. გაიმართება მცირე ფურშეტი და მოსაწვევებისა და ბილეთების ნომრებით ლოტოტრონში გათამაშდება ჩვენი მეგობარი კომპანიების მიერ მოწოდებული საჩუქრები. ბილეთის ფასი 10 ლარი, შეძენა შესაძლებელია ადგილზე. დაეუფლე შენთვის ძვირფასი ცნობილი ადამიანის პირად ნივთს და ამით გადაარჩინე სიცოცხლე!
ბეჭდვა