მაისის თვის ანგარიში

"დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა" მაისის თვეში კიდევ 24 ბენეფიციარის დაკმაყოფილება შეძლო, რაც თანხობრივად  28 151 ლარს შეადგენს. პაციენტებსა და მათ მშობლებს დაუფინანსდათ მგზავრობა და საცხოვრებელი თურქეთში, ისრაელსა და გერმანიაში, პაციენტებს შევუძინეთ მედიკამენტები, დაფინანსდა ტომოგრაფიული კვლევები და სახელმწიფოს მიერ ნაწილობრივ დაფინანსებული სხივური და ქიმიოთერაპიები სრულად ანაზღაურდა ფონდის მიერ. მადლობა თითოეულ შემომწირველს, რომ არა თქვენ, ჩვენ ამას ვერ შვძლებდით. დღეისათვის სულ 150 ბენეფიციარი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას, მათ შორის 10 პაციენტს მუდმივად ესაჭიროება დაცვითი თერაპიისათვის საჭირო მედიკამენტი თიოგუანინი, რომლის ღირებულება თითი პაციენტისთვის 3500 ევროს შეადგენს, გარდა ამისა კიდევ 4 დასახელების მედიკამენტი გვესაჭიროება მუდმივად, რომლის შეძენაც საქართველოში არაა შესაძლებელი და მხოლოდ ჩვენი ფონდი უზრუნველყოფს პაციენტებს ამ მედიკამენტებით. ასევე მგზავრობისა და საცხოვრებელი ბინის ხარჯების ანაზღაურება სამი ფონდის ბენეფიციარებისათვის ცვენი ფონდის საშუალებით ხდება.  ამიტომ თქვენი თანადგომა კვლავ ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ჩვენს ვებგვერდს დონაციის ღილაკიც დაემატა. კვლავ ჩართულია საქველმოქმედო ზარი 0901080806
და ანგარიში საქართველოს ბანკში:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
გმადლობთ თანადგომისათვის, ჩვენ ერთად კიდევ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ!
ბეჭდვა