მემორანდუმი არქი ჯგუფთან

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა და არქი ჯგუფმა საქველმოქმედო თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
არქი ჯგუფმა ბავშვთა საერთაშორისო დღეს მხარდაჭერა გამოუცხადა იმ პატარებს, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება მზრუნველობა.

30 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით კომპანიის ნებისმიერ პროექტში შეძენილ თითოეულ კვადრატულ მეტრზე 10 დოლარი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში ირიცხებოდა.

 

<3 მოცემულ პერიოდში არქი ჯგუფში 682,7 კვადრატული მეტრი გაიყიდა. კამპანიის ფარგლებში შეგროვებული 14 530 ლარი კომპანიამ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში გადარიცხა. ამასთანავე, უფრო მეტი მხარდაჭერისათვის, არქი ჯგუფის ინიციატივით, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი და ყოველთვიურად კომპანიის თანამშრომლები ფონდის სტაბილური შემომწირველები გახდებიან.

არქი ჯგუფი მოუწოდებს კერძო ბიზნესში ჩართულ ადამიანებს გაიზიაროს ქველმოქმედების მაგალითები ბავშვებისა და ახალგაზრდების სიცოცხლის გადასარჩენად გაერთიანებისთვის.

გახდი ქველმოქმედი! გადაარჩინე სიცოცხლე! 

ბეჭდვა