ჟურნალისტები კვლავ კოლეგის სიცოცხლისთვის იბრძვიან

ჩვენ, საქართველოს ყველა მედია საშუალების ჟურნალისტები, 2013 წლის აპრილში გავერთიანდით, როცა ჩვენი კოლეგისა და მეგობრის, ტელეოპერატორ დიმიტრი ცინცაძის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. მისი მკურნალობისათვის საჭირო თანხა შევაგროვეთ და როცა მიზანი მიღწეული იყო, ჩვენ არ გავჩერდით! გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დიმიტრის მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს, ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ პატარებს დაეხმარებოდა. დღეს უკვე 167 შვილობილი გვყავს. სამწუხაროდ, ახლა კვლავ ჩვენს კოლეგას ვჭირდებით. 
დაფუძნებისთანავე ფონდის წესდებაში ჩაიწერა, რომ თუ ჟურნალისტს, ოპერატორს, ტექნიკურ პერსონალს, მედია სივრცეში დასაქმებულ ჩვენს კოლეგას კვლავ დავჭირდებოდით, ფონდი მობილიზებას გამოაცხადებდა და პაციენტის სახელზე გახსნილ ანგარიშზე თანხების მოზიდვას შეეცდებოდა. 
სამი წლის შემდეგ წესდების მე-2 პუნქტის ამოქმედება დაგვჭირდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს, მოამბის ტექნიკურ პროდიუსერს, მარიამ ჭელიძეს ჩვენი, თქვენი თანადგომა სჭირდება, მაკოს ფარისებრი და ლიმფური ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. მდგომარეობა შეფასდა როგორც მძიმე, მას აჯიბადემის კლინიკაში სასწრაფო და ძალზე სარისკო ოპერაცია უკვე ჩაუტარდა,  9000 დოლარი თბილისის მერიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ გადარიცხა აჯიბადემის კლინიკაში. ეს ყველაფერი არაა, მარიამს იოდოთერაპიის სრული კურსი უნდა ჩაუტარდეს იმავე კლინიკაში, ამისათვის კი დიდი თანხებია საჭირო და ეს თანხები ცვენ უნდა შევუგროვოტ კოლეგას.  დრო არ ითმენს! არ გადადო, შემოგვიერთდი, გადავარჩინოთ  კოლეგა, რომელიც აქამდე თავად ზრუნავდა ჩვენს შვილობილებზე.
მარიამის სახელზე გაიხსნა ანგარიში საქართველოს ბანკში: BAGAGE 22
ანგარიშის ნომერი: GE25BG0000000690758700
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
ასევე გახსნილი სავალუტო ანგარიშებიც.
ბეჭდვა