ბენეფიციართა სააღდგომო დალოცვა

„დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა“ იაშვილისა და ლაიფმედის კლინიკების ონკოჰემატოლოგიის პატარა პაციენტებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და კვირაცხოვლობა მიულოცა. მამა თეიმურაზმა, კლინიკებში ჯანმრთელობის პარაკლისი აღასრულა და პატარებს იერუსალიმიდან სპეციალურად მათთვის ჩამოტანილი სასწაულმოქმედი ზეთი აცხო. წმინდა მირონი და სასწაულმოქმედი წყალი გადასცა. დედა ელენემ კი მათ მშობლებს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე დაურიგა.
გადაღებაზე მყოფ ჩვენი ფონდის დირექტორს, ეს სიწმინდეები
წმინდა საბა განმწმენდელის ლავრაში დაყუდებულმა ბერებმა თავად გამოატანეს ამ პატარებზე ლოცვა-კურთხევით. შეეწიოთ უფლის ძალა და მადლი ამ არაჩვეულებრივ ბავშვებს, გამოჯანმრთლებას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ ყველა პატარას.




















ბეჭდვა