"დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი" მადლობას უხდის კომპანია სილქნეტს

"დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი" მადლობას უხდის კომპანია სილქნეტს თანადგომისა და გულისხმიერებისათვის. ეს გახლავთ ერთადერთი საკომუნიკაციო კომპანია, რომელმაც ჩვენს ფონდს მთლიანად მოუხსნა საპროცენტო გადასახადი.
ჩვენო მეგობრებო, დონორებო, ქველმოქმედო, კეთილო ადამიანებო, ამიერიდან, სილკნეტის ნომრიდან თქვენს მიერ განხორციელებული თითოეული ზარიდან ფონდს ჩაერიცხება ზუსტად ერთი ლარი! (და არა მინუს სხვადასხვა რაოდენობის პროცენტი). ასე რომ, თამამად აკრიფეთ 0901080806 სახლის ტელეფონიდან და სილკნეტის სხვა ნომრებიდან და დაეხმარეთ ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ პატარებს. გაიზიარეთ ქველმოქმედება!
ბეჭდვა