გურჯააანის საქველმოქმედო აქცია

15, 16 და 17 აპრილს, გურჯააანის სახელმწიფო თეატრის დარბაზში  პროექტის ფარგლებში - "ბავშვები ბავშვებისათვის" - საქველმოქმედო აქცია ჩატარდა.აქცია გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო პროფესიული თეატრისა და გურჯაანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ორგანიზებით მოეწყო. მისი მიზანი იყო ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულბავშვთა დახმარება. სპექტაკლებიდან შემოსული თანხა "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში" გადაირიცხა. რეგიონების ჩართულობა საქველმოქმედო აქცებში განსაკუთრებით მისასალმებელია და მისაბაძი უნდა გახდეს. "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი" მადლობას უხდის აქციის ორგანიზატორებს, მონაწილეებს, სტუმრებს, ვინც ჩვენი პატერების ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა. შემოგვიერთდით, ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე!





ბეჭდვა