კომპანია "სავანეთის" საქველმოქმედო აქცია 3 მაისი 11საათზე

კვირას, 3 მაისს,11:00 საათზე, კომპანია „სავანეთი“ ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას იწყებს. ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ჰიპერმარკეტ „გუდვილში“აქციის გახსნას „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის“ წარმომადგენლები და ცნობილი ჟურნალისტები დაესწრებიან.
აქციის ფარგლებში 1-დან 31 მაისამდე „სავანეთის“ ყოველი გაყიდული შეფუთვიდან 10 თეთრი გადაირიცხება ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად. შემოსული თანხა, 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, მთლიანად გადაეცემა „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს“.
აქციაში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია, რისთვისაც საჭიროა „სავანეთის“ პროდუქციის შეძენა, ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში, მთელი საქართველოს მასშტაბით. შემოგვიერთდით. გაიზიარეთ ქველმოქმედება.
ბეჭდვა