შენ შეგიძლია გადაარჩინო მისი სიცოცხლე!

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა ბოლო სამი თვის (აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი) განმავლობაში ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად 37 000 ლარი გასცა, ეს ფონდის სამი წლის ისტორიაში ყველაზე მინიმალური დანახარჯია. ყოველთვიურად მცირდება ფონდში შემოწირულობების რაოდენობა, რასაც, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით ბენეფიციართა რაოდენობაზე. ჩვენ უკვე 186 შვილობილი გვყავს. თითოეულ მათგანზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ჩვენ დაუფიქრებლად ავიღეთ - თქვენი თანადგომის იმედით, ქველმოქმედთა დონაციის გარეშე ვერაფერს შევძლებთ, არადა უკვე რამდენი შევძელით ერთად... რამდენი გვაქვს ბოლომდე მისაყვანი და კიდევ რამდენი სიცოცხლე გადასარჩენი...
ქეთი დაგვიბრუნდა და მკურნალობას საქართველოში აგრძელებს, ნანიკოც რამდენიმე კურსს ჩაიტარებს ლაიფმედის კლინიკაში, ანდრიას გაუგრძელეს მკურნალობა, დიმა გერმანიაში გვყავს გასაგზავნი, მარიამი თურქეთში, ლედი უკეთაა, მაჰამადიც, მათეს ყოველთვიურად ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტის გადასხმა, საბას, თაკოს, მარის მუდმივად ვუძენთ მედიკამენტს იტალიაში, თენგო, ლიკა, ჯული ახლახანს დაბრუნდნენ ვერონადან, დღეს ავერსის კლინიკაში ჩვენი 6 ბენეფიციარი გაიკეთებს საკონტროლო ტომოგრაფიულ კვლევას, იაშვილის კლინიკას ჩვენი შვილობილებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მორიგი მედიკამენტი ჩამოვუტანეთ თურქეთიდან, ფარმადეპო, ჩვენი ერთგული და უღალატო პარტნიორი საქართველოში რეგისტრირებულ მედიკამენტებს მუდამ უსასყიდლოდ გვაწვდის, მეგობრებიც გვყავს, თქვენც, მუდმივი შემომწირველები, და ეს ჩამონათვალი ყველა ერთად და ცალ-ცალკე სევდით, მოლოდინით, ბრძოლითა და იმედით სავსე ისტორიაა, არ უნდა გაწყდეს ეს ისტორია,უნდა დასრულდეს კეთილად, ამისთვის ვართ ჩვენ, თქვენ, და ყველა ადამიანი, ვისთვისაც სხვისი სიცოცხლე ფასეულია... გახდი ქველმოქმედი, არ გაწყვიტო პაციენტის ისტორია <3
გთხოვთ დარეკოთ 0901080806 ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
ასევე შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ ჩვენი ვებგვერდიდან www.media4life.ge
გადარიცხვის აპარატიდან აირჩიეთ ქველმოქმედება და დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი.
ბეჭდვა