"მე შემიყვარდა სიცოცხლე" - ნანიკო ტორონჯაძე

როდესაც ხარ ბავშვი, ცხოვრობ ლამაზი ცხოვრებით, სწავლობ კარგად, გიყვარს მეგობრები, შენიანები, სიცოცხლე გიხარია.... და უცებ მოხდება ყველაზე საშინელი სასჯელი შენს ცხოვრებაში, სახელად - სიმსივნე.

ყველაზე ვერაგულად გექცევა, გართმევს ყველაზე კარგ წლებს და ზოგჯერ სიცოცხლესაც... მე ეს შემემთხვა... 2014წლის 7აპრილს. ისმენ თავზარდაცემული დედის ტირილ, რომელმაც არ იცი რა გითხრას,რა გითხრას იმაზე თუ რატომ ტირის...დაბნეული უყურებ მის ტანჯვას... ეს საშინელებაა. მერე წყდები ცხოვრებას და ვარდები ჯოჯოხეთში. იწყებ მომაკვდინებელად მძიმე ქიმია, რომელიც სპობს ყველაფერს, იტა ჩხვლეტით გამოწვეულ ტკივილს, ენით აღუწერელ უცნაურ შეგრძნებას, ქიმია რომ იწვევს და ამ დროს გიჩნდება ერთადერთი კითხვა-ღმერთო რატომ გამწირე ამად?კლინიკაში გატარებული დღეები ყველაზე მძიმედ მახსენდება.ქიმია ეს არის სიკვდილთა ჭიდილი,გისხამენ ისეთ დოზას,რომლი ატანაც შენს სხეულს არ შეუძლებელია, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ზიხარ სავადმყოფოს ფანჯრებთან,უყურე ათას ადამიანს, ისინი ერთმანეთში კადრებივით ირევიან და უბრალოდ წუხან იმაზე, თუ ქორწილ რა ჩაიცვან, სამაგიერო როგორ გადაუხადონ მეზობელს, ნიშნი მოუგონ კოლეგას... და კვლავ-ღმერთო რისთვის? რატომ უნდა მშურდეს ჩემი ტოლების, ადამიაები, რომლებიც უბრალოდ ისე არიან, როგორც უნდათ,შენ კიდევ გდიხარ ძაღლივით მიბმული გადასხმის ანძასთან და იტანჯები... ასე გავიდა 17ქიმია, 15 ანესთეზია, 3 ოპერაცია... მეგობრებს,ნათესავებს ხომ ტკივა შენი საწუხარი, გითანაგრძნობენ, გამშვიდებენ, შენ კი ეს მეტად გიშლის ნერვებს, რადგან ხვდები, რეალურად არავის ესმის ის განცდა, რასაც შენ ამ დროს განიცდი, ამას ვერ გაიგებ, თუ არ გამოცადე... ეს გამოცდა კი უფალმა ყველას აშოროს.

 

ყველაზე ხშირად მაინც კითხვა მაწვალებდა -  ღმერთო, მე ხომ ჯერ პატარა ვარ? არაფერი დამიშავებია ისეთი და რისთვის?... მერე თავს იმშვიდებ, ეს საჭირო იყო,რადგან უმიზეზოდ არაფერი ხდება, უფლისგან მოვლენილი გამოცდაა, კი ასეა, გამოცდა, რომელ უფრო გაძლიერებს და გასწავლის 13 წლის ბავშვს ცხოვრებას.

საშინელი სიტყვა - არ შეიძლება! სკოლა,ბავშვებთან ,კლასლებთამ ურთიერთობა, მათთა ერთად სიარული არ შეიძლება!...

იუნგის სარკომის ოპერაცია საფრანგეში ფეხზე გავიკეთე,  კარგა ხანს ყავარჯნებით სიარული მომიწია, თან უთმოდ, როცა გარე გადიხარ, გრძნობ ხალხის შეშფოთებულ სახეს, იწყებენ ჩურჩულს, აუ რა ჭირს?კარგად იქნება? ჰ... რატომ? ... მოკლედ, მე ნამდვილად გასაჭირი არ დამკლებია,მაგრამ

არ დამიწუწუნია. მგონი, ამ წერილში ვწუწუნებ პირველად, ალბათ იმიტომ , რომ როცა ყველაფერი დასრულებული მეგონა, ახლა კვლავ კლინიკის პატარა პალატის ოთხ კედელს შორის მილით მიბმული გადასხმის ბოძთან ვწერ ამ წერილს. ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება, ესეც გაივლის და განწყობაც გამოკეთდება, ჩემს თავს ვეუბნები, მოერიე ნანიკო, ცოტაც უნდა გაუძლო, არ დანებდე, ერთი ოპერაციაც და მერე ყველაფერი ცუდი წარსულს ჩაბარდება... ჰოდა, მეც ვუსმენ ნანიკოს და ვუძლებ, აგერ, ჩემი დედიკო და ბებოც გვერდით მყავნან და ვზიდავთ ერთად ჩვენს ტკივილს, რომელიც  უნდა გამომეცადა, რომ ისეთი ადამიანი ვყოფილიყავი, როგორიც ახლა ვარ... მე შემიყვარდა სიცოცხლე ისეთი, როგორიც ის არის! ამ სიყვარულისთვის - ღირდა!
ნანიკო ტორონჯაძე, 14 წლის

ბეჭდვა