ქველმოქმედება მარტივია "მკურნალთან" ერთად

ქველმოქმედება მარტივია - ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" ამ მოწოდებით განაგრძობს საქველმოქმედო აქციას ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. აქციის ფარგლებში "ოჯახის მკურნალის" წარმომადგენლები პარტნიორებთან ერთად კლინიკა "ლაიფმედს" ესტუმრნენ და "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" ბენეფიციარ ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" წარმომადგენლებმა "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში" ჟურნალის რეალიზაციიდან შემოსული თანხის პირველი ნაწილიც გადარიცხეს.
ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" აგრძელებს ქველმოქმედებას და ოქტომბრისა და ნოემბრის ნომრების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში".  ჩვენ მადლობას ვუხდით ჟურნალის ხელმძღვანელებს, კოლექტივს თანადგომისთვის,  წარმატებებს ვუსურვებთ და ვისურვებთ ჩვენი პატარების სიცოცხლისათვის ასეთი კომპანიები გვიმრავლოს.ქველმოქმედება მარტივია! სიკეთე გადამდებია! შემოგვიერთდით სიცოცხლისთვის ბრძოლის მარათონში!
ბეჭდვა