"ინტერმედიკა"-ს მორიგი დონაცია ბათუმიდან

ბათუმის სამედიცინო კლინიკა "ინტერმედიკა", ფონდის დაარსების დღიდან ჩვენი დონორი გახლავთ, კლინიკის თანამშრომლები ყოველთვიურად ხელფასებიდან ფონდის ანგარიშზე რიცხავენ თანხებს ჩვენი შვილობლებისათვის. კლინიკას 5 წელი შეუსრულდა და იუბილეც განსაკუთრებულად აღნიშნეს - 5000 ლარი საქველმოქმედო შემოწირულობა ჩვენი ფონდის სახელზე გაიღეს. გარდა ამისა, სოციალური პასუხიხმგებლობის ფარგლებში, "ინტერმედიკას" ინიციატივით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მრავალშვილიანი ორი ოჯახი ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად ხელფასის სახით 400 ლარს მიიღებს. ვულოცავთ იუბილეს სამაგალითო კლინიკას, მის კოლექტივს, წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ. მადლობა ფონდის თითოეული წევრის და ჩვენი შვილობილების სახელით თანადგომისთვის. გაიზიარეთ ქველმოქმედება მეგობრებო, სიკეთით დაგიბრუნდებათ!
ბეჭდვა