წინასაახალწლო სტუმრები "მედიკლაბიდან"

ბარბარობის მიწურულს და დამდეგ ნიკოლოზობას დიმიტრი ცინცაძის სახელობის და ბერი ანდრიას სახელობის ფონდების შვილობილებთან სტუმრად ჩვენი მეგობარი "მედიკლაბის" თანამშრომლები და მათი შვილები გვესტუმრნენ. ჩვენს ფონდს და ბერიანდრიას სახელობის ფონდს ბევრი საერთო შვილობილი გვყავს, მათი სიცოცხლისათვის ჩვენ წლებია ერთად ვიბრძვით. ბუნებრივია, ბევრი საერთო მეგობარიც გვყავს, სწორედ ასეთ მეგობრებთან ერთად გაატარეს ჩვენმა პატარებმა დღევანდელი საღამო. სტუმრებმა თანატოლებს მუსიკალური ნომრები წარუდგინეს, მასპინძლებმა იცეკვეს და ლექსები წაუკითხეს ახალ მეგობრებს.  წინასაახალწლოდ ბავშვებმა მოილხინეს, იმღერეს,იცეკვეს, ითამაშეს და თოვლის ბაბუსგან საჩუქრებიც უხვად მიიღეს. მადლობა მეგობრებს ამ ლამაზი საღამოსათვის. სიკეთე გადამდებია, ჩვენ ერთად კიდევ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ. შემოგვიერთდით!
ბეჭდვა