საქველმოქმედო კონცერტი

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გრიბოედოვის თეატრის დიდ დარბაზში, “დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდისა“ და ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვთა მხარდასაჭერად გაიმართება კონცერტი - "ბავშვები ბავშვებისათვის", სადაც, პატარა თაობის შემსრულებლები ერთიანდებიან, რათა დაეხმარონ მათ თანატოლებს მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში. აქციაში მონაწილეობას იღებენ ბავშვები საქართევლოს სხვადასხვა ქალაქებიდან და მათთან ერთად შემსრულებელი ესტონეთიდან. კონცერტი იქნება ძალიან მრავალფეროვანი, სახალისო და უჩვეულო.

მონაწილეობენ:
ბომბორა - თუთარჩელა - გორის ბავშვთა გუნდი - ანაბანას გუნდი - ხალხური "საგალობელი" - "ლაპრები" - "ბარაკონი" - ლიზა ჩიჩუა - ლაშა მორჩილაძე - ქეთი ჯაფარიძე - ნანა კალანდაძე - სოფო ბერიაშვილი - ნინა ლუჩანინოვა-შამუგია - თობიას თურკ (ესტონეთი) - თამარ ტყაბლაძე - ე. მიქელაძის სახ. სკოლის გუნდი - ო.თაქთაქიშვილის სახ. ხელოვნების სკოლის ახალგაზრდული ბენდი - მზის თეატრი - ყაზბეგი

საკონტაქტო პირი: 595115858 - ქეთი ჭეფხოძე
ბეჭდვა