„იაგუნდი“ ქველმოქმედებისათვის

ხელოვნების სკოლა-სტუდია "იაგუნდი" 2 ივნისს, 15.00 საათზე საქველმოქმედო საღამოზე გეპატიჟებათ. აქცია „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის მხარდასაჭერად იმართება და შეგროვებული თანხა ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობას მოხმარდება. საღამოს მასპინძლობს სტუდია "იაგუნდი", მონაწილეობენ : ანსამბლი "დაშნი" და ხალხური სიმღერის ანსამბლი "იაგუნდი." მობრძანდით მისამართზე: .შარტავას 20. (62-ე სკოლის უკან, ეზოში), ერთად გადავარჩინოთ ბავშვები.
ბეჭდვა