ბავშვები ბავშვებისათვის "ლანცეტში"

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს კლინიკა „ლანცეტში“ ლეიკემიითა და სიმსივნეებით დაავადებული ბავშვებისათვის საქველმოქმედო საღამო - „ბავშვები ბავშვებისათვის“ გაიმართა. „ლანცეტის“ თანამშრომლების შვილებმა უმასპინძლეს
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდისა და ბერია ანდრიას სახელობის ფონდის შვილობილებს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ბერი ანდრიას ფონდის ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა ბერი ანდრიას სახელობის ფონდის სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას მოხმარდება.
ფონდების დამფუძნებლებმა კახა ჯანაშველმა და დედა თინათინმა (მილედი-თინათინ ჩხვიმიანი) კლინიკის გენერალურ დირექტორთან დიმიტრი შავდიასთან გააფორმეს მემორანდუმი, ფონდების ბენეფიციარი ბავშვებისათვის გარკვეულ სერვისებზე უფასო მომსახურების თაობაზე.
კლინიკის სახელით და მეგობარი კომპანიებისგან "ჭიტა" ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები.
ბეჭდვა