"პიტერ პენი" ნიკოლოზის დასახმარებლად

6 ივნისს, ჩვენი ბენეფიციარის, ნიკოლოზ ჯანელიძის დასახმარებლად, ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებმა წარმოგიდგენეს მიუზიკლი„ "დისნეის პიტერ პენი“. 4 წლის ნიკოლოზს ესაჭიროება ზურგის ტვინის სიმსივნის ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია . რეაბილიტაციის კურსი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ნიკოლოზმა შეძლოს სიარული.


 

საქველმოქმედო კამპანიაში მონაწილეობა ყველას შეეძლო! ამ მიზნით,მათ ბილეთი შეიძინეს და  საოცარი სანახობის მონაწილენიც გახდნენ. 6 ივნისს გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად ნიკოლოზის დედას გადაეცა, რაც ნიკოლოზის რეაბილიტაციის კურსს მოხმარდება.

ეს კი ნიკოლოზის დედის წერილია:
"კიდევ ერთხელ დაწყნარებულად მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება ბრიტანულ-ქართული სკოლა-აკადემიის და დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის მიმართ, რადგანმათ მიაწოდეს ინფორმაცია სკოლას. კონცერტიდან შემოსული თანხით, 3050 ლარით, ნიკოლოზს რეაბილიტაციის 3 კურს ჩავუტარებთ, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენი კეთილი ადამიანის მცდელობით  და სიყვარულით ნიკოლოზი ფეხზე
გაივლის და თავად გადაუხდის ყველას მადლობას. უბედნიერესი ვარ თქვენ მე დღეს უდიდესი  სტიმული მომეცით, რომ გავაგრძელო ბრძოლა ნიკას  ფეხზე დასაყენებლად. მადლობას გიხდით ყველას ვინც მიიღო მონაწილეობანიკოლოზის დახმარებაში"...

ბეჭდვა