2017 წლის აგვისტოს ანგარიში

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების გადასარჩენად- მეოთხე წელია თქვენი თანადგომით ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად იბრძვის. ჩვენ ერთად ამ დროის განმავლობაში 261 ბავშვს დავეხმარეთ. აგვისტოს თვეში ფონდში დახმარების თხოვნის 18 განცხადება შემოვიდა, ფონდის რესურსით დაკმაყოფილდა 13 ბენეფიციარი, 5 ბენეფიციარს კი მედიკამენტები ჩვენმა მეგობარმა ფარმადეპომ უსასყიდლოდ გადასცა. 13 ბენეფიციარიდან 5-ს დაუფინანსდა მგზავრობა საზღვარგარეთ, 2-ს მგზავრობა და სასტუმრო, 2 შვილობილისთვის შევიძინეთ მედიკამენტები საზღვარგარეთ, 4-ს დაუფინანსდა კვლევები საქართველოში. სულ გაიცა 19558 ლარის დახმარება. მადლობა თითოეულ თქვენგანს ყოველი შემოწირული ლარისთვის, მადლობა ჩვენი შვილობილების, მათი ოჯახების, ფონდის წევრების სახელით. ეს 4 წელი ჩვენ არ გავჩერდით და ვაგრძელებთ სიცოცხლისთვის ბრძოლას თქვენი მხარდაჭერის იმედით, რადგან მათი ბედი თქვენს ხელთაა, ჯანდაცვის, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ფონდების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მიუხედავად, არის დიდი ნაწილი ხარჯებისა, რომელთა მოძიებაც ოჯახებს უკიდურესად უჭირთ, სწორედ ამ ტიპის ხარჯებს ანაზღაურებს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი. ჩვენ ვიძენთ მედიკამენტებს უცხოეთიდან, ვაფინანსებთ მგზავრობას და სასტუმროს, რეაბილიტაციისა და კვლევების, ხშირად არასრულად დაფინანსებული მკურნალობის ხარჯებსაც.
გმადლობთ თანადგომისთვის, გმადლობთ ნდობისთვის, ჩვენ ერთად კიდევ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ! დონაციისთვის აქვე, ჩვენს ვებგვერდზე არის ღილაკი, სადაც თქვენი პლასტიკური ბარათით შეძლებთ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის ანგარიშზე თანხის შეტანას, რითაც  დაეხმარებით ჩვენი ფონდის სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ პატარებს.
ასევე შეგიძლიათ  დარეკოთ 0901080806 ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
გმადლობთ თანადგომისთვის და ნდობისთვის.
ბეჭდვა