ექიმ სოფიო შარაშიძის სურათების გამოფენა ფონდის დასახმარებლად

სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების თვეა, სწორედ ამ ეგიდით და მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა ცენტრის ექიმ-ციტოლოგის სოფიო შარაშიძის ადამიანის უჯრედების უნიკალური სურათების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. ექიმის მიერ მხატვრულად ასახული კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების ციტოლოგიური სურათები 2 დღის განმავლობაში იყო გამოფენილი გალერეა Iart-ში. გაყიდული სურათებიდან შემოსული თანხა 1040 ლარი სრულად გადმოირიცხა ჩვენს ფონდში ლეიკემიითა და სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვთა მხარდასაჭერად. 
ბეჭდვა