სამი ფონდის შვილობილების საახალწლო საღამო საზოგადოებრივ მაუწყებელზე

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დარბაზში ლეიკემიითა და სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვებს უმასპინძლა. ფონდის მეგობრებმა, საბავშვო მაღაზიათა ქსელმა "ჭიტამ" და ნოტარიუსთა პალატამ სამი ფონდის, დიმიტრი ცინცაძის სახელობის, სოლიდარობისა და ბერი ანდრიას ფონდების საერთო შვილობილებს საჩუქრები და ტკბილეული გადასცა. "ჭიტას" მაღაზიათა ქსელი ჩვენს ბავშვებს ყოველწლიურად ანებივრებს განსაკუთრებულად შერჩეული საჩუქრებით, ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლები კი ყოველთვიურად ხელფასებიდან დონაციას ახორციელებენ ჩვენს ფონდში. ახალი წლის მისალოცად კი  მათ ინდივიდუალურად, ინტერესების გათვალისწინებით შეუძინეს  საჩუქრები.  ევროვიზიის ქართველმა პატარა მონაწილეებმა ჩვენს პატარებს უმღერეს და და ვენდისის გოგონასთან ერთად ისინი ნაძვის ხესთან გაართეს. მადლობა ჩვენს მეგობრებს  ფონდის წევრებისა და შვილობილების სახელით: "ჭიტას", ნოტარიუსთა პალატას, საზოგადოებრივ მაუწყებელს, ვოსოლიჯგუფს, ევროვიზიის გუნდს და ყველა დონორს, გულისხმიერებისათვის, გვერდში დგომისთვის, ნდობისა და ქველმოქმედებისთვის. მრავალ ახალ წელს სიკეთით და ბედნიერად დაგასწროთ! ერთად ყველაფერს შევძლებთ!
ბეჭდვა