ტრადიციული საშობაო აქცია "ანი-Zet"- ისგან

რ. შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის მოსწავლეებმა (პროგრამა "ანი-zet ") წელსაც არ უღალატეს კეთილ ტრადიციას და საშობაოდ სკოლის შენობის წინ საქველმოქმედო აქცია - საშობაო ბაზრობა გამართეს. გასაყიდად წარმოდგენილი "ანი-zet-ის" მოსწავლეების მიერ დამზადებული ორიგინალური ხელნაკეთი ნივთები ქველმოქმედმა კეთილმა ადამიანებმა შეიძინეს და შემოსული თანხა ლეიკემიითა და სიმსივნეებით დაავადებული ბავშვებისათვის ჩვენს ფონდში გადმორიცხეს.
ჩვენი ფონდის წევრები და შვილობილები მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებს შუმანის ევროპული სკოლიდან, ხელმძღვანელებს, პედაგოგებს. ორგანიზატორებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ქველმოქმედებისათვის, განსაკუთრებით მისაბაძია, როდესაც ბავშვები ბავშვების სიცოცხლისათვის ზრუნავენ. იმედი გვაქვს, ქველმოქმედებაში მიმბაძველები გამოუჩნდებათ ჩვენს მეგობრებს შუმანის სასწავლებლიდან და სიცოცხლისთვის ბრძოლაში ჩვენ კიდევ ბევრი თანამებრძოლი შემოგვიერთდება,
გთხოვთ დარეკოთ 0901080806 ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
ასევე შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ ჩვენი ვებგვერდიდან www.media4life.ge
ბეჭდვა