დედის წერილი

ერთხელაც შეიძლება გათენდეს და მთლიანად შეიცვალოს შენი ცხოვრება.იმ დღიდან იწყება ომი შვილისთვის,მისი სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის....გადის დრო...ბევრი წვალებით...მკურნალობის , შიშის ცრემლის და იმედის მერე მოიგებ მთავარ ბრძოლას სიცოცხლისათვის...

მაგრამ დედისთვის ეს ომი დასრულებას არ ნიშნავს და რამხელა შვებაა როცა გრძნობ თანადგომას და მხარდაჭერას სრულიად უცხო ადამიანებისაგან.ჯანმრთელობის ფასი,განსაკუთრებით შვილების მე და ჩემმა ოჯახმა დიდი ხანია ვიცით,იმ თანადგომის ფასიც რომელსაც ბოლო წლებია ჩემს შვილს დავით ბაბუაძეს უწევს ის კონკრეტული ადამიანები რომლებიც არიან ფონდი სოლიდარობა .დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი და ჯანდაცვის სამინისტრო.ამ ფონდებიდან წელიწადში ერთხელ,სოლიდური თანხით ფინანსდება დათოს გეგმიური ოპერაცია,საფრანგეთის ერთ ერთ კლინიკაში.სიძლიერე და იმედია,როცა იცი,არის ადგილი ,სადაც აუცილებლად მოგისმენენ,გავიგებენ და ამ დაწყებულ ბრძოლაში მარტო არ დაგტოვებენ ისინი აუცილებლად გამოგყვებიან.უღრმესი მადლობა მათ ამისთვის მე და ჩემნაირი დედის სახელით . მეიმედებით. თამარი, დავით ბაბუაძის დედა

 

ბეჭდვა