დედის დღეს გილოცავ, დე...

"დეე, მიიღე ეს, როგორც ზღვარგადასული სიყვარული შენდამი...

ეს ფოტო მიყვარს... ჩვენი სიყვარულით სავსე ფოტო. მიყვარს, როგორც ამ ფოტოზე მეხუტები. მიყვარს, როცა შენი ნაზი სახის კანი ჩემს ჯერ კიდევ ბავშვურ, სათუთ კანს ეხება. მიყვარს შენი მზრუნველი თვალები, შენი ღიმილი, რომელიც ასე გიხდება. მიყვარს შენი მტკიცე და შეუპოვარი ხასიათი.

მიყვარს, როგორც მეგებები სკოლიდან მოსულს და ინტერესით უსმენ ჩემს სკოლაში მომხდარ სიახლებს. მიყვარს, როგორც ამაყობ ჩემით და მიყვარხარ შენ! ისეთი გრძნობით, როგორადაც არავის არასდროს არავინ არ ჰყვარებია!

 

შენ ის ძვირფასი ბრილიანტის თვალის ჩინი ხარ, რომლის წონაც და შეფასება, რამის ფასად შეუძლებელია... შენ ხარ ერთადერთი, მხოლოდ ერთი, განუმეორებელი და განუყოფელი ყველასგან და ყველაფრისგან! თუ კი ვინსმეს ოდესმე უთქვამს, იდეალური ადამიანები არ არსებობენო , მინდა მთელი სამყარო შენკენ მოვაბრუნო და თითით დავანახო ყველას შენი თავი. ყოველთვის ვგრძნობ შენი თვალების უსიტყვო ძახილს, რომლებიც მარად იმას გამოხატავენ რისი თქმაც რეალურად გსურს. ნელნელა ვიზრდები და უფროდაუფრო ვრწმუნდები თუ როგორი მნიშვნელობის მქონე ადამიანი ხარ ჩემთვის. ყველგან და ყოველთვის ხმამაღლა, სიამაყით აღსავსე ვიტყვი, რომ დედაჩემი ამქვეყნად ყველაზე ძლიერი, უდრეკი და ყოვლად უმაგრესი პიროვნებაა.

ამ წერილით მინდა იქამდე მოგეფერო, სადამდედაც ასე გულშიჩაკრობილი გეყოლები, როგორც ამ ფოტოში.

დეე, ჩემო ლამაზო... ჩემო საყვარელო დედა გილოცავ სამ მარტს. ყველაფერს საუკეთესოზე საუკეთესოს გისურვებ, რადგანაც თუ ვინმეა ადამიანი ვინც ამას იმსახურებს, პირველრიგში შენ ხარ. მინდა დიდხანს მყავდე გვერდით, რადგანაც შენ ხარ ჩემი უდრეკი ფარი, რომელიც ყველაფრისგან მიცავს. ჩემი ყველაზე დიდი ნათელი წერტილი, ნუგეში და ბედნიერება.

დეე, ჩემო ლამაზო ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ"

ლედი მეგრელიშვილი

ბეჭდვა