ელენეს მოგონებების ფერადი სამყარო

მე ვარ ელენე ცერცვაძე, უკვე 15 წლის. პირველად, როდესაც იაშვილის კლინიკაში დამაწვინეს, 14 წლის ვიყავი, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული ეტაპი იყო,

საავადმყოფოში ყოფნის პერიოდი ხატვამ გადამატანინა, ადრე არასოდეს დავინტერესებულვარ ხელოვნებით, აქ კი, როცა ჩემი ძველი ცხოვრება მენატრებოდა, ვცდილობდი ნახატებში ჩამექსოვა ჩემი ფიქრი, დარდი, ტკივილი, მონატრება...

 

რთულია როცა მარტოხარ და ეს მარტოობა აუტანელია.ჩემს თითოეულ ნახატში დაინახავთ იმ დიდ ტკივილს რომელმაც შთამაგონა ხატვა..ეს არ იყო დროის გაყვანის საშუალება,ეს იყო სამყარო სადაც საკუთარი თავი ვიპოვე. ამ ნახატებში თქვენ მე მიპოვით, და გამიცნობთ ისეთს, როგორიც სინამდვილეში ვარ.

არავის ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას როდესაც შენი ტკივილის გამოხატვის ერთადერთი გზა ხატვაა და ფიქრი.

მე მენატრებოდა ჩემი სახლი ,წვიმიანი ამინდები როდესაც გარეთ დავრბოდი..აგერ უკვე ორი წელია ფანჯრიდან ვუყურებ წვიმას და კიდევ ბევრ რამეზე მომიწია უარის თქმა რაც ჩემი ჰობი იყო..

თუმცა აქ დაინახავთ იმედსაც, გაშლილი ყვავილებისა და მზიანი ამინდების სახით...

ბეჭდვა