ვისოლ ჯგუფი ჩვენი ახალი პარტნიორია

ვისოლ ჯგუფი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ფარგლებში - "ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს",
"სმარტის" ერთგულ მომხმარებლებთან და დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდთან ერთად დაეხმარება ადამიანებს, ვისთვისაც მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ვისოლ ჯგუფსა და დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სმარტის ქსელის ობიექტებში მხოლოდ ჩვენი ფონდის საქველმოქმედო ყუთები განთავსდება, სადაც მომხმარებელი შემოწირულობის განთავსებით შეძლებს ფონდის შვილობილებისათვის დახმარების გაწევას. 
ყუთების გახსნა და თანხის გადათვლა მოხდება ადგილზე მარკეტის წარმომადგენლებისა და ფონდის წევრი ჟურნალისტების თანდასწრებით. შედგება ოქმი და მასში ასახული თანხა დაუყივნებლივ და სრულად ჩაირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის საბანკო ანგარიშზე, საიდანაც მკაცრად გაკონტროლებული თითოეული თეთრი მოხმარდება ფონდის ბაზაში არსებული 210 შვილობილის მკურნალობას.
"დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი" 2013 წლის აპრილში ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად შეიქმნა. ფონდი ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტების გაერთიანების შედეგად დაფუძნდა და მხოლოდ შემოწირულობებით არსებობს, მათ შორის კერძო თუ საჯარო სამსახურის თანამშრომლების მიერ ყოველთვიურად გაღებული თანხით. შედეგად, ფონდი უკვე დაეხმარა 267 ბავშვს, რაც თანხობრივად ჯამში 2,5 მილიონ ლარს შეადგენს.
ბეჭდვა