სიცოცხლისთვის ბრძოლის 5 წელი

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი 5 წლის გახდა, 15 ივნისს,  სასტუმრო „ბილტმორი-თბილისის“ დიდ დარბაზში საიუბილეო საღამო გაიმართა.  „სიცოცხლისთვის ბრძოლის 5 წელი“ - ასე ერქვა ღონისძიებას,  რომელშიც მონაწილეობდნენ ფონდის გადარჩენილი შვილობილები და წევრი ჟურნალისტები:

თეა ადეიშვილი, ეკა მიშველაძე, ხატია მოისწრაფიშვილი, ინგა გრიგოლია, სოფო ოხანაშვილი, მარიამ ვაშაძე, თამარ ურუშაძე, დაჩი გრძელიშვილი, დიტო ცინცაძე და სხვები. ისინი ერთად გვიყვებოდნენ ფონდის 5 წლიან ისტორიას. საღამოს ბოლოს აუქციონის წესით გაიყიდა ცნობილი ქართველების შემოწირული ნივთები და ნახატები: მხატვრების, რუსუდან ფეტვიაშვილის, ზურა გომელაურის, ბუბა არაბულის, ოლეგ ტიმჩენკოს, ქეთი მატაბელის, ნინო ჩაკვეტაძის, გია ბუღაძის ნახატები, კათოლიკოს-პატრიარქის ნაჩუქარი უნიკალური წიგნი, გურამ დოჩანაშვილის ხელნაწერი, გია ყანჩელის პარტიტურა, ელდარ შენგელაიას ყაბალახი ნაქარგი ავტოგრაფით, სულ 12 ლოტი, რომელსაც კონკრეტული ბენეფიციარის სახელები ქვია.  მათ შორის 8 წლის ბექა ფიფიასათვის გამოტანილი 4 ლოტი, რომლებიც ჯამში 10300 ლარად გაიყიდა, საერთო ჯამში კი 23 ათასი ლარის შეგროვება მოხერხდა საიუბილეო აუქციონზე,  შემოსული თანხით ფონდი დაეხმარება    შვილობილებს, ასევე ბერი ანდრიას ფონდის ინიციატივით დაწყებული სარეაბილიტაციო ცენტრის „ბედნიერი სახლის“ მშენებლობას. საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ ფონდის დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები სახელმწიფო უწყებებიდან,  კერძო სტრუქტურებიდან და ბიზნესის წარმომადგენლები, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში და ფონდის სხვა მეგობრები, მათ გადაეცათ თანადგომის ჯილდო - ქანდაკებები და სიგელები, საღამოზე  ფონდის ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაციაც შედგა.

 

ბეჭდვა