მახსოვს ბევრი ტკივილი - მარიამ თემიზი

ჩემი ავადმყოფობა თითქმის აღარც მახსოვს, მაგრამ მახსოვს დედიკოს ცრემლიანი თვალები, მახსოვს ბავშვების ტირილი და ბევრი ტკივილი, ეს ალბათ არც არასდროს დამავიწყდება, მაგრამ იყო ბედნიერი წუთებიც, ერთხელ ოთარ ტატიშვილი გვესტუმრა, ეს იყო ყველაზე კარგი, რაც მახსენდება ჩემი საავადმყოფოში ცხოვრების პერიოდიდან...


4 წლის ვიყავი, როცა  ქიმიოთერაპიის ფონზე სოკო გამიჩნდა. დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი რომ არ ყოფილიყო, იმ ძვირადღირებული მედიკამენტის ყიდვას, რამაც გადამარჩინა, ჩემი ოჯახი ვერ შეძლებდა. მაშინ ჩემს წამლებში დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა ჯამში 36 ათასი ლარი გადაიხადა.  მას შემდეგ იგივე წამალი უცხოეთში  ფონდმა კიდევ 52 ბავშვისთვის შეიძინა, რაც  208 ათასი ლარი დაჯდა.

 

მარიამ თემიზი, 8 წლის.
"სიცოცხლისთვის ბრძოლის 5 წელი" - 15/06/18 სასტუმრო ბილტმორი, თბილისი
ბეჭდვა