ძვლის ტვინი გადამინერგეს და უკეთ გავხდი - ლიკა კაპანაძე

"ძალიან პატარა ვიყავი მე და დედა იტალიაში რომ წავედით. იქ დიდხანს, ძალიან დიდხანს მოგვიწია გაჩერება, ბევრს ვმკურნალობდი, ძვლის ტვინი გადამინერგეს და უკეთ გავხდი.

ძალიან მენატრებოდა მამა და ჩემი პატარა დაიკო, ერთი სული მქონდა სახლში როდის დავბრუნდებოდი. როცა მითხრეს, გამოჯანმრთელდი და შეგიძლიათ სახლში დაბრუნდეთო, სიხარულით აღარ ვიცოდი რა მექნა, სასწრაფოდ ჩავალაგე ჩანთა, აეროპორტში ჟურნალისტები და ჩემი მამიკო დამხვდნენ. ძალიან გამიხარდა სახლში დაბრუნება.
თენგოს მერე დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის დახმარებით ძვლის ტვინის გადასანერგად იტალიაში მე და დედა წავედით.  უკვე ოთხი წელია, ყოველ 6 თვეში ერთხელ საკონტროლო კვლევებზე მივემგზავრები. ფონდი მუდმივად მაფინანსებს. დღემდე ჩემს მკურნალობაზე ჟურნალისტებმ 130 ათასი ლარი დახარჯეს. ჩემ გარდა ძვლის ტვინის გადანერგვა ფონდმა კიდევ 4 შვილობილს დაუფინანსა, რაც ჯამში 285 ათასი ლარი დაჯდა"
ლიკა კაპანაძე, 8 წლის
"სიცოცხლისთვის ბრძოლის 5 წელი", 15/06/18 სასტუმრო ბილტმორი, თბილისი

 

ბეჭდვა