მე, შენ, ჩვენ #ბექასთვის

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის 5 წლის საიუბილეო საღამო-აუქციონზე ბენეფიციართადასახმარებლად 12 ლოტი იქნა გამოტანილი, თითოეულს ჩვენი შვილობილის სახელი ერქვა, აქედან 6 ლოტი კი ბექა ფიფიას სახელზე გაიყიდა. შემოსული თანხა, 12300 ლარი, გადაირიცხა ისრაელში, შიბას კლინიკაში სადაც 8 წლის ბექა მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზით იქნა მოთავსებული. ეს თანხა ბექას სამკურნალოდ ზღვაში წვეთია, ამ ეტაპზე კლინიკიდან 350 000 დოლარის ღირებულების ინვოისია მოსული, ამ თანხას კი ჩვენი ერთიანობა სჭირდება, ჩვენ ეს არაერთხელ შევძელით, არც ახლა გაგვიჭირდება, აუქციონში ბექასთვის ნივთები შეიძინეს "დედების ფონდმა", ჟურნალისტმა რუსუდან ცხომელიძემ, ნატალია ამირეჯიბი-დეპიტამ, კომპანია "ნოვამ" და "ალიანს ჯგუფმა", გააგრძელეთ სიკეთე, შემოგვიერთდით, დონაცია ამავე გვერდზეა შესაძლებელი ღილაკით "დონაცია", ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ბექას ფონდში -
თიბისი ბანკი  ანგარიშსწორების ანგარიში - GE96TB7060336080100007 (
მიმღების დასახელება-ბექას ფონდი
ბეჭდვა