გავერთიანდეთ "ბედნიერი სახლის" მშენებლობისთვის

„ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი“ ერთადერთი ფონდია საქართველოში, რომელიც ზრუნავს სიმსივნით დაავადებული ბავშვების, მოზარდების და მათი ოჯახების რეაბილიტაციაზე, რაც აუცილებელი პირობაა მათ გამოსაჯანმრთელებლად,  სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად და გასახანგრძლივებლად.

ფონდის ხელმძღვანელების ინიციატივით დაიწყო კავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრის "ბედნიერი სახლის" მშენებლობა სრული ინფრასტრუქტურით, სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის. დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი უერთდება ამ კამპანიას და მის წილ აგურს დებს სახლის ასაშენებლად, ამისათვის, ფონდის საიუბილეო საღამო-აუქციონზე შემოსული თანხის 10 %-ს, 2300 ლარს მშენებლობის ანგარიშზე ვრიცხავთ. შემოგვიერთდი, იზრუნე ბავშვებზე, ვისთვისაც  რეაბილიტაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. შენ შეგიძლია დადო ერთი აგური ახლავე, ვებგვერდზე www.monkandrew.ge - სიკეთე გადამდებია!

ბეჭდვა