სწორი არჩევანი "მითანასგან"


სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია "მითანამ", რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ ბაზარზე არა მხოლოდ ხორცპროდუქტებით,  არამედ განახლებული და მრავალფეროვანი ასორტიმენტით ბრუნდება, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდთან საქველმოქმედო მემორანდუმი გააფორმა. კომპანიის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელების ინიციატივით ნოემბრიდან მარკეტებში "მთანას" ოთხი სახეობის პროდუქტი სპეციალური სტიკერით გავა, ეს გახლავთ ჩვენი ფონდის ლოგო მინიშნებით "პროდუქტის შეძენით თქვენ ეხმარებით ლეიკემიითა და სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვებს".  კომპანია პროდუქციის გაყიდვით მიღებული თანხის 10%-ს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში გადმორიცხავს.
ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანიის 300 თანამშრომელი ხელფასიდან მუდმივი დავალების სახით  შემოსწირავს თანხას ფონდს.
მადლობა სამაგალითო Meatana/მითანა-ს, ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს თანადგომისთვის!

ბეჭდვა