მადლობა საქპატენტის კოლექტივს

21 ოქტომბერს, "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი", სამწლიანი მუშაობის აღსანიშნავი აქციის ფარგლებში "მადლობა მეგობრებს",  საქპატენტს ესტუმრა. ფონდის წევრებმა ორგანიზაციის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს მადლობა გადაუხადეს ქველმოქმედებისათვის, მხარდაჭერისათვის, 2 წლიანი სტაბილური თანამშრომლობისათვის. საქპატენტი ერთ-ერთი ყველაზე ჩართული ორგანიზაციაა ჩვენს შემომწირველებს შორის, რომელშიც მთელი კოლექტივი იღებს მონაწილეობას ხელფასებიდან ყოველთვიური შემოწირულობების სახით. სწორედ ამგვარი ჩართულობის შედეგია, რომ ფონდმა არსებობის მანძილზე 146 ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად იზრუნა და  1 მილიონ 600 ათასი ლარით დააფინანსა ბენეფიციართა ჯანმრთელობისათვის საჭირო სხვადასხვა სერვისები.
აქციის ფარგლებში ფონდის წევრები ყველა მხარდამჭერ ორგანიზაციასა და კომპანიას პირადად ესტუმრებიან მადლობის სათქმელად და მცირე ანგარიშის წარსადგენად.





ბეჭდვა