ერთგული მეგობრებისგან საჩუქრები ფონდის ბენეფიციარებს

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის წარმომადგენლებმა შვილობილებს და მათ მშობლებს, ფონდის შემომწირველებს, პარტნიორებსა და მეგობრებს 2018 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინეს.

ღონისძიებას სხვადასხვა ფონდების ბენეფიციარები, ლეიკემიითა და სიმსივნეებით დაავადებული ბავშვები ესწრებოდნენ და მათ მეგობარი კომპანიებისგან საჩუქრები მიიღეს. ჩვენი ფონდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის კომპანიას ჭიტა / chita , რომელიც მეოთხე წელია ჩვენი ბავშვების საახალწლო სურვილებს ასრულებს და ახლად შეძენილ მეგობრებს, David Abuladze Georgian-Italian clinicმადლობა თანადგომისთვის ჩვენი შვილობილების და ფონდის წევრების სახელით.

ბეჭდვა