მომავალი ექიმები ონკოლოგიის პრობლემებზე

22 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდა შეხვედრა თემაზე: ბავშვთა ონკოლოგიური პრობლემები საქართველოში.

შეხვედრაზე განხილული იყო ბავშვთა ონკოლოგიურ პრობლემები და მათი წარმოქმნის მიზეზები, აღმოფხვრის გზები. სტუდენტებმა მიიღეს სასარგებლო და საჭირო ინფორმაცია დაავადებული ბავშვების ცხოვრებასა და მათ საჭიროებებზე. მომავალ ექიმებს მათთვის საინტერესო თემებზე  ბერი ანდრიას ფონდის ფუძემდებელი, დედა თინათინი და დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის მენეჯერი ეკატერინე ნონიაშვილი ესაუბრნენ. საღამო კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სტუდენტური თვითმმართველობის წევრები შეხვედრის შემდეგ ბერი ანდრიას ფონდს სახლში ესტუმრნენ და პატარებს საჩუქრები და საკვები პროდუქტები გადასცენ.







































ბეჭდვა