მადლობა ქართულ ჯარს

23 ოქტომბერს, "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა“ თავდაცვის უწყების თანამშრომლებს მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ფონდის წარმომადგენლები  თავდაცვის სამინისტროში თინათინ ხიდაშელს შეხვდნენ და მადლობის სიგელი გადასცეს.  თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ის უწყებაა, რომელიც „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდთან“ ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს ფონდის დაფუძნების დღიდან. თავდაცვის მინისტრმა და სტუმრებმა მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.

„ჩვენს ქვეყანაში უსახსრობის გამო ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ", - ეს დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის ძირითადი გზავნილია ხელისუფლებისა და საზოგადოებისადმი. გზავნილი საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც არის ეს უწყება ჩართულობის თვალსაზრისით სამაგალითო. და პირადი მაგალითი ქალბატონი მინისტრისაგან: "კარგი საქმე. კარგი ადამიანები, ბევრი წარმატება მათ და დავეხმაროთ მაქსიმალურად.
ერთხელ ვცადე ინიციატივის ჩემს თავზე აღება და დღეს მითხრეს მაშინ იმუშავაო და კიდევ ვცადოთ smile emoticon
ჩემი ნოემბრის ხელფასის ნახევარი ფონდს!
შემომიერთდით. დავეხმაროთ მათ კეთილი საქმის კეთებაში!" - ეს სტატუსი თინა ხიდაშლმა ფონდთან შეხვედრის შემდეგ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მადლობა მინისტრს, მადლობა უწყების ყველა თანამშრომელს, მადლობა ჯარს, სიცოცხლისთვის ბრძოლის სადარაჯოზე.












ბეჭდვა