მემორანდუმი დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკასთან

შესანიშნავი შენაძენით დაიწყო ახალი წელი ფონდისთვის, ახალი მეგობრები - დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის გულისხმიერი მედპერსონალი ჩვენს მხარდამჭერთა დიდ გუნდს შემოუერთდა.

კლინიკის თანამშრომლებმა საახალწლო საქჩუქრები შეუძინეს ჩვენს შვილობილებს, 2019 წლიდან ლეიკემიითა და სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად კლინიკის ხელმძღვანელობა მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა აქტივობების სახით.  ფონდსა და კლინიკას შორის გაფორმებული მემორანდუმი სამედიცინო მხარდაჭერასაც ითვალისწინებს ფონდის ბენეფიციარებისთვის. 

დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის საახალწლო წვეულებაზე ფონდის დამფუძნებელმა დირექტორმა და წევრებმა კლინიკის პერსონალს სამადლობელი სიგელები გადასცეს. მადლობას ვუხდით გულწრფელ ქველმოქმედებს, კლინიკის ხელმძღვანელებს, ბატონ დავით აბულაძეს და ქალბატონ ხათუნა გარდაფხაძეს, აგრეთვე კლინიკის თითოეულ თანამშრომლებს თანადგომისთვის და გაღებული შემოწირულობისთვის. სიკეთე გვაერთიანებს, სიკეთის ძალაც ერთობაშია!

ბეჭდვა