"სპარი" - ჩვენი ახალი დონორი და პარტნიორი

მაღაზიათა ქსელი "სპარი" ჯერ კიდევ წინასაახალწლოდ იტყობინებოდა, რომ იწყებდა დიდ და მნიშვნელოვან სოციალურ კამპანიას სლოგანით #ბედნიერი2020 და #ერთადუკეთესია.  კომპანიამ მოუწოდა პარტნიორებს, მეგობრებს, ქართულ ბაზარზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციას, რომ საახალწლო განათებების, მორთულობების და სადღესასწაულო აქტივობებისთვის განკუთვნილი თანხები, წელს იმ ბავშვებისათვის დაეთმოთ, ვისი ოცნებაც ჯანმრთელი სიცოცხლეა, კომპანიამ შეძლო და ამ კეთილ წამოწყებაშi რამდენიმე ორგანიზაციაც აიყოლია,  ემ ჯგუფი, ყვარლის ტბის კურორტი, ხორცპროდუქტების კომპანია "ვაკე" და თიბისი ბანკი, შედაგად კი ლეიკემიითა და სიმსივნეებით დაავადებული ბავშვებისათვის 30 000 ლარი შეგროვდა. "სპარის" ხელმძღვანელობამ ეს თანხა ჩვენს ფონდს ანდო მისი მიზნობრივად გახარჯვის მიზნით, ჩვენ კი დავპირდით, ყოველი ფინანსური ოპერაცია, რომელიც "სპარის" მეგობრების მიერ შეგროვებული თანხით შესრულდება, ჩვენს ფეისბუქგვერდზე იქნება აღწერილი. 30000 მადლობა გვინდა გადავუხადოთ ფონდის წევრი ჟურნალისტების, ბენეფიციაარებისა და მათი მშობლების სახელით კომპანიის დირექტორს მირანდა მანჯგალაძეს, ამ კეთილი საქმის ინიცირებისათვის, ყველა ხელმძღვანელს და თანამშრომელს, ვინც ამ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და იზრუნა ჩვენი შვილობილების სიცოცხლისათის. და ეს ყველაფერი როდია, კომპანია 3 მარტის ღონისძიების მასპინძელიც გახლავთ და სამომავლოდ თანამშრომლების აქტიური ჩართვაც იგეგმება ქველმოქმედებაში, ასევე სხვა სახელობითი აქციები მაღაზიათა ქსელში, კიდევ სხვა სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდსა და კომპანია სპარს შორის საპარტნიორო მემორანდუმი გაფორმდა. ძალა ერთობაშია და #ერთადუკეთესია!
ბეჭდვა