ჩვენ ახალი მეგობარი შევიძინეთ, საბავშვო მაღაზიათა ქსელი "ჭიტა"

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი წინასაახალწლოდ აქციას იწყებს, იზრუნეთ და გაულამაზეთ ახალი წელი მზრუნველობა მოკლებულ და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. მომხმარებელი რომელიც შეიძენს საჩუქარს მზრუნველობა მოკლებული და ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის მიიღებს 10 % ფასდაკლებას. აქცია 25 დეკემბრამდე გაგრძელდება, მომხმარებლის მიერ კონკრეტული ბენეფიციარისათვის შეძენილი სათამაშო საახალწლოდ გადაეცემათ  ჩვენი და ბერი ანდრიას  ფონდის პატარა შვილობილებს. მიიღეთ მონაწილეობა აქციაში და გაულამაზეთ ახალი წელი მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება, ლეიკემიითა და სიმსივნეებით დაავადებულ და მზრუნველობა მოკლებულ პატარებს.
ბეჭდვა