შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. უკვე 2 წელია დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად თანხებს რიცხავს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ და „იუსტიციის სახლი“ და ასევე, სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ფონდის წარმომადგენლებმა − კახა ჯანაშვილმა, დიმიტრი ცინცაძემ და ეკა ნონიაშვილმა − ფონდში გადარიცხული თანხების შესახებ ანგარიში წარუდგინეს. დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის წარმომადგენლებმა თეა წულუკიანს მადლობა გადაუხადეს ფონდის მუშაობის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის გამო და გადასცეს სამადლობელი სიგელი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.
ბეჭდვა