კონფერენცია "საქართველოს უნივერსიტეტში"

"საქართველოს უნივერსიტეტის" UG MEDIA კლუბის ორგანიზებით 15 დეკემბერს, "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" კონფერენცია-პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და ფონდის წევრებმა მიიღეს.
UG MEDIA  საქართველოს უნივერსიტეტის პირველკურსელ ჟურნალისტთა ინიციატივით შექმნილი კლუბია, რომელიც მრავალმხრივ საქმიანობს ეწევა მათი მომავალი პროფესიის უკეთ დაუფლების მიზნით. კლუბის დამფუნებლები: მაკა მჭედლიშვილი, თათია თუთისანი, მარიამ მეურმიშვილი, ნუცა ნათელაშვილი, გიორგი რუხაძე, რამაზ თხილაიშვილი და მანჩო ნიკურაძე არაერთი საინტერესო აქტივობის ორგანიზატორები არიან. სწორედ მათი ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა ფონდის პრეზენტაცია სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში. კონფერენციის ფარგლებში მოხდა ფონდის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია, სტუდენტების კითხვებს ფონდის საბჭოს წევრებმა, რუსუდან ცხომელიძემ, მერაბ მეტრეველმა და ეკა ნონიაშვილმა უპასუხეს. ფონდის სამომავლო გეგმების შესახებ მოხსენება დირექტორმა და დამფუძნებელმა კახა ჯანაშვილმა წაიკითხა.  დასასრულს, უნივერსიტეტის კანცლერმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ორმხრივი მემორანდუმის გაფორმების შესახებ. ეს ფონდსა და სასწავლო დაწესებულებას შორის ურთიერთთანამშრომლობის უპრეცედენტო მაგალითია, რომელსაც, იმედი გვაქვს, სხვა უნივერსიტეტებიც გაიზიარებენ.  ჩვენ კიდევ ერთი მეგობარი, მხარდამჭერი და დონორი შევიძინეთ "საქართველოს უნივერსიტეტის" სახით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად კიდევ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ.

ბეჭდვა