თოვლის ბაბუ ჩვენთან უკვე მოვიდა!

"დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი"  მეგობარ კომპანიებთან ერთად "რუმსი", "ჭიტა", "ბორჯომი",  წინა საახალწლოდ  "ბერი ანდრიას ფონდს" ესტუმრა, სადაც ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვები ცხოვრობენ. ჩვენს ფონდს უკვე 154 ბენეფიციარი ყავს და მათი უმრავლესობა სწორედ "ბერი ანდრიას ფონდის" შვილობილია, ამიტომაც, ჩვენ ყველამ, ფონდის წევრებმა, ბავშვებმა, მათმა მშობლებმა და მეგობარი კომპანიების წარმომადგენლებმა ერთად გავაცილეთ ძველი და კეთილი სურვილებითა და იმედებით შევეგებეთ  დამდეგ ახალ წელს. პატარებს ტკბილეულით სამშენებლო კომპანია "რუმსი" თოვლის ბაბუს, თოვლის გოგონას და  კლოუნის თანხლებით  გაუმასპინძლდა, საახალწლო პრიზები კი ბავშვებს სათამაშოების მაღაზიათა ქსელმა "ჭიტამ" და "ბორჯომმა" გადასცა. აღსანიშნავია, რომ "ჭიტას" მოწოდებული სათამაშოები თითოეული ბავშვის სახელზე  მაღაზიის მომხმარებლის მიერ იქნა შეძენილი აქციის ფარგლებში. ამისათვის განსაკუთრებული მადლობა იმ უცნობ "თოვლის ბაბუებს", ვინც ამ აქციაში მიიღო მონაწილეობა და ჩვენი ბავშვების წინა საახლწლო განწყობისთვის იზრუნა. მადლობა ჩვენს ერთგულ მეგობარ კომპანიებს, "რუმსს", "ჭიტას" და "ბორჯომს", მათი წყალობით ჩვენ კიდევ ერთი დღე გავუფერადეთ ბავშვებს, ვისი მთავარი საახალწლო ოცნებაც - ჯანმრთელობაა.
ბეჭდვა