პრეზიდენტის საჩუქრები ბავშვებს

საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა ჩვენი ფონდის შვილობილ პატარებს, რომლებიც ამჟამად იაშვილისა და ლაიფმედის კლინიკებში მკურნალობის კურსს გადიან, ძველით ახალი წელი მიულოცა და ტკბილეული და  საჩუქრები გამოუგზავნა. საჩუქრები და საახალწლო ტკბილი კალათა ბერი ანდრიას ფონდში მყოფ პატარა ბენეფიციარებსაც გადაეცათ. დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის წევრები, ბენეფიციარები და მათი მშობლები მადლობას ვუხდით ბატონ პრეზიდენტს და  საუკეთესო სურვილებით ვულოცავთ ახალ წელს. იმედი გვაქვს, რომ 2016 წელს ჩვენი მეგობრობა უფრო გაძლიერდება და ფონდის ბენეფიციარები მეტ მხარდაჭერას მიიღებენ პრეზიდენტის მხრიდან.
ბეჭდვა