2022 წლის ანგარიში

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების გადასარჩენად, ათი წელია თქვენი თანადგომით ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების სიცოცხლისთვის იბრძვის. ჩვენ ერთად უკვე 500 ბავშვს დავეხმარეთ.
ბენეფიციარებს დაუფინანსდათ სამედიცინო კვლევა, მკურნალობა საზღვარგარეთ, მგზავრობა, სასტუმრო, მედიკამენტები, ფონდის სახსრებიდან 2022 წელს 437 585 ლარი გაიცა. 2013 წლიდან დღემდე კი სულ 3 739 585  ლარი შევაგროვეთ და გავეცით.
მადლობა თითოეულ თქვენგანს, ყოველი შემოწირული ლარისთვის, მადლობა ჩვენი შვილობილების, მათი ოჯახების, ფონდის წევრების სახელით. ეს 10 წელი ჩვენ არ გავჩერდით და ვაგრძელებთ სიცოცხლისთვის ბრძოლას თქვენი მხარდაჭერის იმედით, რადგან მათი ბედი თქვენს ხელთაა, ჯანდაცვის, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ფონდების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მიუხედავად, არის დიდი ნაწილი ხარჯებისა, რომელთა მოძიებაც ოჯახებს უკიდურესად უჭირთ, სწორედ ამ ტიპის ხარჯებს ანაზღაურებს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი. ჩვენ ვიძენთ მედიკამენტებს უცხოეთიდან, ვაფინანსებთ მგზავრობას და სასტუმროს, რეაბილიტაციისა და კვლევების, ხშირად არასრულად დაფინანსებული მკურნალობის ხარჯებსაც.
გმადლობთ თანადგომისთვის, გმადლობთ ნდობისთვის, ჩვენ ერთად კიდევ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ!
დონაცია შესაძლებელია აქვე, ჩვენს ვებგვერდზე, მოძებნეთ დონაციის ღილაკი, პლასტიკური ბარათის საშუალებით შეასრულეთ ოპერაცია, დაეხმარეთ თუნდაც 1 ლარით სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ პატარებს.
შეგიძლიათ დარეკოთ 0901080806 ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
#გავ1ანდეთსიკეთისათვის
 
ბეჭდვა