ამჟამად ვეხმარებით

ნუცა წიკლაური
ნუცა წიკლაური 2 წელია ფონდის ბენეფიციარია, იმ დღიდან, როდესაც პატარას ნეირობლასტომის დიაგნოზი დაუსვეს.
რამაზან კასუმოვი
რამაზან კასუმოვი რამდენიმე წელია ჩვენი ფონდის ბენეფიციარია, პაციენტს საქართველოში დაესვა ჰემოლიზურ ანემიათა ჯუფის დაავადების - დიდი თალასემიის დიაგნოზი და 26.08.2015 წელს მედიპოლ მეგაში, ნათესაური (და) დონორისგან ჩაუტარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია.
ამიკო მანუკიანი

„ამიკო – ჩვენი პირველი შვილია, მისმა დაბადებამ ოჯახში დიდი სიხარული და ბედნიერება მოიტანა. ის ჯანმრთელი, ჭკვიანი, მხიარული ბიჭი იყო, ერთ დღე კი თავის ტკივილი და ღებინება დაეწყო,

ლუკა გამყრელიძე
2 წლის ლუკას დაბადებიდან ჰიდროცეფალია აქვს, რის გამოც 4-ჯერ ჩაუტარდა შუნტირება, სუნთქვის უკმარისობის გამო, ხშირად უწევს მას და მის დედიკოს საავადმყოფოს კედლებში ყოფნა, ახლახანს კი ახალი დიაგნოზი დაისვა - პერიფერიული ბილატერალური ნეირობლასტომა.
სალომე ტყემალაძე
3 წლის სალომეს ზაფხულში თავი ასტკივდა. პედიატრმა მწვავე ტონზილიტის დიაგნოზი დასვა, ჩატარდა ტონზილექტომია, ბავშვის მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდებოდა, ტკივილი კისრის მიდამოში გავრცელდა, საერთო სისუსტემ იმატა.

ჩვენი მისია

კატეგორია - ჩვენ შესახებ
როგორ ეხმარება ფონდი ბენეფიციარებს:

1. ონკო–ჰემატოლოგიაში არსებობს დიაგნოზი, რომელიც მხოლოდ ძვლის ტვინის გადანერგვით თუ იკურნება. ეს ოპერაცია საქართველოში არ კეთდება, ხოლო უცხოეთში, ყველაზე შეღავათიანი ფასი 75 000 ევროდან 100 000 ევრომდე მერყეობს. ფონდი ნაწილობრივ აფინანსებს ამ ოპერაციისათვის საჭირო თანხებს, ჯანდაცვის სამინისტროსთან, მერიასთან და ფონდ „სოლიდარობასთან“ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად  ჩვენ შევძელით და იაშვილის კლინიკის დასკვნის საფუძველზე არაერთი პატარა გავუშვით სამკურნალოდ საზღვარგარეთ. 

2. ონკო–ჰემატოლოგიაში ძვლის ტვინის გადანერგვა არ არის ერთადერთი პრობლემა, არსებობს კვლევები, რაც შესაბამისი აპარატურისა თუ სხვა მიზეზების გამო, ადგილობრივად ვერ ხორციელდება. ასეთია მაგალითად სოკოვანი დაავადების, კერძოდ, ფილტვის სოკოს გართულებული ფორმა, რომელიც დროულად თუ არ გამოვლინდა, პატარა პაციენტებისთვის შეიძლება ფატალურად დასრულდეს.  ანუ, არ ხდება პაციენტების პრევენციული კვლევა შესაბამისი საშუალებების არარსებობის გამო.  პრობლემას წარმოადგენს ასევე დამატებითი კვლევების, მაგალითად მაგნიტო–რეზონანსული კვლევის, ან დაცვითი თერაპიის დროს საჭირო გეგმიური კვლევების დაფინანსება.  სახელმწიფო დაზღვევა გეგმიურ კვლევებს არ ითვალისწინებს, ოჯახებს კი საჭირო თანხის მოძიება უკიდურესად უჭირთ. ჩვენი ფონდი აფინანსებს ამ კვლევებსაც.

3. საქართველოში პრობლემები გამოიკვეთა ასევე დასხივების ხარისხთან დაკავშირებით. ეს არის სამედიცინო მანიპულაცია, რომელიც საქართველოში კეთდება, თუმცა გამოცდილების არქონისა თუ აპარატურის არცოდნის გამო, ხშირად არ დგება სასურველი შედეგი. შესაბამისად, უცხოეთში დაფინანსების თხოვნით ფონდს ხშირად მომართავენ როგორც ლეიკემიით, ასევე სოლიდური სიმსივნით დაავადებული  პაციენტები, ვისაც ამგვარი მკურნალობა ესჭიროება. ფონდი აფინანსებს ამ ტიპის მანიპულაციას თურქეთის და ევროპის სხვადასხვა კლინიკებში.

4. ონკო და ჰემატოპაციენტებისათვის ასევე პრობლემას წარმოადგენს გარკვეული სახის მედიკამენტები, რაც არ არის უზრუნველყოფილი კლინიკების მიერ  მკურნალობის პროცესში, ხოლო პაციენტები დამოუკიდებლად  ვერ იძენენ.  ფონდი წარმატებით თანამშრომლობს სააფთიაქო ცენტრ „ფარმადეპოსთან“ და უძენს საჭირო მედიკამენტებს პაციენტებს.  ძვირადღირებულ წამლებს კი, მაგალითად ვორიკონაზოლს, თიოგუანინს, რაც საქართველოში არ არის რეგისტრირებული, "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი“ თავად  იძენს თურქეთიდან  საკუთარი სახსრებითა და წყაროებით.

5. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების შემთხვევაში. არ არსებობს დაავადებისა და გამოჯანმრთელების ელემენტარული სტატისტიკა, რადგან ეს ბავშვები სხვადასხვა კლინიკაში არიან გაფანტულები. ონკოლოგიურ საავადმყოფოში არსებული უმძიმესი პირობები კი მათ მკურნალობას ნაკლებეფექტურს ხდის. ჩვენი გამოცდილებით, ის თანხა, რაც ქიმიოთერაპიისთვის სახელმწიფოს მიერ არის  გამოყოფილი ხშირად არ არის საკმარისი. ფონდს ქიმიოთერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსების თხოვნით არაერთმა პაციენტმა მიმართა და ფონდმა სრულად დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა.

6. ონკოლოგიურ პაციენტებს ხშირად ესაჭიროებათ კლევა თუ ქირურგიული ოპერაცია, რაც საქართველოში არ კეთდება, უცხოეთში კი, უმეტეს შემთხვევაში, ყველაფერი წარმატებით სრულდება. პაციენტები მოგვმართავენ და ფონდი შეძლებისდაგვარად უნაზღაურებს მათ კვლევის, მგზავრობის, სასტუმროს ხარჯებს.

ჩვენი დახმარება კიდევ უამრავ ბავშვს ჭირდება. ფონდში  თითქმის  ყოველდღე შემოდის ახალი განცხადება. სამწუხაროდ, პატარებს, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ, მაგრამ არ არიან ონკოლოგიურის პაციენტები, ვერ ვეხმარებით.  ფონდი სრულად შემოწირულობებით არსებობს და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დახმარებები მხოლოდ შემოწირული თანხების მობილიზებით და ჟურნალისტთა ენთუზიაზმით განხორციელებული საქვემლოქმედო საღამოებიდან მიღებული მცირე შემოწირულობებით განხორციელდა.

დონაციის შედეგები

06.04.2022
10
29.03.2022
5
18.03.2022
10
02.03.2022
10
03.02.2022
5
20.01.2022
50
31.12.2021
10
25.12.2021
100
19.12.2021
50
15.12.2021
200
ჯამური თანხა : 7582.200000000001

საკონტაქტო ინფორმაცია

599334813
media4life.ge