ამჟამად ვეხმარებით

ბარბარე ბუსხრიკიძე
ყველაფერი 2018 წლიდან დაიწყო, ბარბარე ავად გახდა, დიაგნოზი, რომელიც 4 წლის პატარას დაუსვეს ასე ჩაიწერა მის ისტორიაში "შემაერთებელი და რბილი ქსოვილების დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნე"
სანდრო ალაშვილი

 

5 წლის სანდრო მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, ექიმთან პირველივე კონსულტაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას  ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა.  დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელი გახდა მისი თურქეთის  კლინიკაში გადაყვანა,
ნატალია ბლიაძე
"ისევ დახმარების სათხოვნელად მსურს მოგმართოთ დიმიტრი ცინცაძის ფონდს. ჩემს შვილს ძალიან მოულოდნელად დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია,
თომა ლომსაძე
თომა ლომსაძეს სახის და ქალის ძვლების ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მას სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა, რაც საქართველოში არ კეთდება, პაციენტის და დედის მგზავრობა ფონდმა დააფინანსა
რამაზან კასუმოვი
რამაზან კასუმოვი რამდენიმე წელია ჩვენი ფონდის ბენეფიციარია, პაციენტს საქართველოში დაესვა ჰემოლიზურ ანემიათა ჯუფის დაავადების - დიდი თალასემიის დიაგნოზი და 26.08.2015 წელს მედიპოლ მეგაში, ნათესაური (და) დონორისგან ჩაუტარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია.

ვინ ვართ

ჩვენ, ჟურნალისტები, გავერთიანდით, როცა ჩვენი კოლეგისა და მეგობრის, ტელეოპერატორ დიმიტრი ცინცაძის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.  მისი მკურნალობისათვის საჭირო თანხა შევაგროვეთ და როცა  მიზანი მიღწეული იყო და დიმიტრიმ  მკურნალობა გერმანიაში გააგრძელა, ჩვენ არ გავჩერდით! გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დიმიტრის მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს, ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ პატარებს  დაეხმარებოდა. მათ სამკურნალოდ ასევე დიდი თანხა სჭირდებათ, რომლის შეგროვება თქვენი თანადგომისა და მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.
უკვე მესამე წელია „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი“ ფინანსურ დახმარებას უწევს ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს. ფონდი უკვე 151 ბავშვს დაეხმარა, რაც ფინანსურად, ფონდის მიერ გაწეული 1 650 000 ლარის დახმარებას წარმოადგენს.




დონაციის შედეგები

07.09.2021
100
31.08.2021
10
20.08.2021
50
18.08.2021
10
05.08.2021
10
31.07.2021
100
23.07.2021
20
18.07.2021
30
13.07.2021
20
25.06.2021
100
ჯამური თანხა : 6698

საკონტაქტო ინფორმაცია

599334813
media4life.ge