ლევანს პირველად 2 წლის ასაკში დაუსვეს მწვავე ლიმფობლასტური
ლეიკემიის დიაგნოზი. პირველი ქიმიოთერაპიის კურსის გავლის
შემდეგ მიღწეულ იქნა რემისია, 2007 წელს კი განვითარდა პირველი
რეციდივი. გაგრძელდა ქიმიოთერაპია, შემუშავდა მკურნალობის ახალი
სქემა, კვლავ რემისია, 2011 წელს კი უკვე მეორე რეციდივი დაფიქსირდა.
გასულ წელს ექიმებმა შეძლეს ლევანის მესამე რემისიაში გაყვანა, რის
შემდეგაც ქალაქ პავიაში ჩატარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. ლევანის
ჯანმრთლობის ცნობაში თანდაყოლილი გულის მანკის დიაგნოზიც ეწერა.
პავიაში, გადანერგვასთან ერთად, გულზე ოპერაციაც ჩაუტრდა პაციენტს.
2013 წლიდან იაშვილის კლინიკაში გრძელდება პაციენტის მონიტორინგი და
დაცვითი თერაპია. ლევანს ახლახანს ახალი პრობლემა გაუჩნდა. ხანგრძლივი
ქიმიოთერაპიების შედეგად იდაყვის სახსრის კონტრაქტურა განუვითარდა. ამ
ეტაპზე იმყოფება იმუნოსუპრესიულ მდგომარეობაში. საჭიროებს კონტროლზე
პავიაში ჩასვლას. ფონდი აფინანსებს მისთვის დანიშნულ მასაჟოთერაპიას.
ასევე უზრუნველყოფს საჭირო მედიკამენტებით.
საკონტაქტო პირი: ნინო (დედა) – 551535181
ამჟამად ვეხმარებით
დონაციის შედეგები
04.09.2026
5
28.07.2026
100
05.07.2026
10
28.06.2026
200
06.06.2026
400
09.05.2026
500
05.02.2026
10
04.02.2026
50
14.01.2026
10
14.12.2025
70
ჯამური თანხა : 12419.2
