ამჟამად ვეხმარებით
გიორგი ბიჭაშვილი
გიორგის 8 თვის ასაკში ნეირობლასტომის დიაგნოზი დაუსვეს, 1 წლისაც არ
იყო პირველი ნეიროქირურგიული ოპერაცია რომ ჩაუტარეს. ასაკის
მატებასთან ერთად დედამ ტანდეგობის დარღვევა შენიშნა. 6 წლისას
გიორგის სამედიცინო ისტორიას ახალი დიაგნოზი დაემატა - მე-2 ხარისხის
სქოლიოზი.
დინამიკაში ხერხემლის გამრუდების ხარისხმა მე-4 ხარისხამდე. ზრდასთან
ერთად ბავშვს ტკივილები დაეწყო ზურგისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის
მიდამოში. ტკივილის ინტენსივობამ ბოლო დროს მკვეთრად იმატა. გიორგის
სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაციული მკურნალობა - ხერხემლის უკანა
დაჭიმვა შიდა კორექციის ინსტრუმენტების გამოყენებით და სქოლიოზის
კორექცია ტრანსპედუნკულური ფიქსატორით. ოპერაცია ჩეხეთში ჩატარდება.
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა გიორგისა და მისი დედის მგზავრობა
უკვე დააფინანსა, ჩვენ მომავალშიც მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში
გავუწიოთ დახმარება ჩვენს ბენეფიციარს.
დონაციის შედეგები
04.09.2026
5
28.07.2026
100
05.07.2026
10
28.06.2026
200
06.06.2026
400
09.05.2026
500
05.02.2026
10
04.02.2026
50
14.01.2026
10
14.12.2025
70
ჯამური თანხა : 12419.2
